წინასწარმეტყველება იერემიასი 39:3
2. და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი.3. და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა ბაბილონისანი.4. ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა, და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 39