წინასწარმეტყველება იერემიასი 38:16
15. და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.16. და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.17. და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 38