...უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ ; (27,6-10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ იწერტებიან მხილებითა მით გონებისაჲთა? და შეიწამებენ, ვითარმედ მკლველობაჲ მოიყიდეს; და არა დადვეს ვეცხლი იგი ტაძარსა, არამედ იყიდეს აგარაკი აკალდამად, რაჲთა იყოს იგი საწამებელად უშჯულოებისა მათისა საუკუნოდ და სამხილებელად განცემისა მის. რამეთუ სახელი აგარაკისა მის ჴმამაღლად ღაღადებდა მკლველობასა და მოსისხლეობასა მათისა. ხოლო ყოველსავე ზედა ზრახვასა იქმან, რაჲთა არავინ მათგანი იპოოს უბრალო, არამედ ყოველნივე თანამდებ სიკუდილსა ქრისტესსა.
და ამას ყოველსა პირველვე წინაჲსწარმეტყუელი მოასწავებდა. ჰხედავა, ვითარ არა მოციქულთა ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ყოველივე საყუედრელად და შეურაცხად საგონებელი მოსწრაფებით აღწერეს და ყოვლით კერძო ვნებასა მისსა ქადაგებენ?