წინასწარმეტყველება იერემიასი 32:30
29. და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.30. რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -31. რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 32