მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 31:34

33. რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.34. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.35. ესრეთ თქუა უფალმან, მომცემელმან მზისამან ნათელად დღისა, სიმტკიცისა მთოვარისა და ვარსკულავთაჲსა სინათლედ ღამისა, და მიმცემმან ღაღადებასა ზღუასა შორის, და ბგერედ ღელვანი მისნი; უფალ ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 31
34. და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა, - თქუა უფალმან, - რამეთუ მლხინებელ ვეყო მე უსჯულოვებათა მათთა და ცოდვათა მათთაჲ არა მოვიჴსენო მერმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...რადგან არ უთქვამს: „მოყვანილ იქნებიან“, არამედ: „მოვლენ“; ამას სხვა წინასწარმეტყველიც უფრო ცხადად აჩვენებდა და ამბობდა: „და არა ასწავებდეს კაცადი მოყუასსა თჳსსა, და კაცადი ძმასა თჳსსა მეტყუელი: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე, მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე მათდა“ (). იუდეველთა შემთხვევაში თვით ქმნილებაც ირყეოდა, უწყვეტი მუქარები იყო, განუწყვეტელი სასჯელები, ზედიზედ სასწაულები, წინასწარმეტყველთა სრბანი, სჯულმდებლის შიში, ომების მუქარები, ბარბაროსთა თავდასხმები, ღვთივმოვლენილი რისხვები და ციდან მოვლენილი შიშები; და მაინც რჩებოდნენ, როგორც წერილი ამბობს, „ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო“ (), ჯიუტნი და დაუთმობელნი; წარმართების შემთხვევაში კი საკმარისი აღმოჩნდა უბრალო სიტყვა და მხოლოდ სმენა, და ყველანი მაშინვე მიისწრაფვოდნენ. ამასვე მიანიშნებდა დავითიც, როცა ამბობდა: „ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე“ (); და, გაოცებული იმით, თუ როგორ დაემორჩილა ის ხალხი, ამატებდა: „მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი“ (...

სრულად ნახვა