მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 31:32

31. აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი,32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,33. რამეთუ ესე არს აღთქმაჲ, რომელი აღუთქუ სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა, შემდგომად მათ დღეთა, - თქუა უფალმან, მიმცემელმან შჯულთა ჩემთამან გონებათა მიმართ მათთა და მკერდსა ზედა გულთა მათთასა დავწერნე იგინი, და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყუნენ ჩემდა ერად.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 31
32. არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით; რამეთუ იგინი არა დაადგრეს აღთქმისა შორის ჩემისა, და მე უდებ ვყვენ იგინი, - თქუა უფალმან,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...იერ 31:31–32), რითაც აჩვენებს, რომ ორივე სჯულის კანონმდებელი თვითონ იყო. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ეგვიპტიდანაც მანვე გაათავისუფლა ისინი, დაამატა: „დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით“ (). თუ კი მან გამოიყვანა ისინი, მაშინ ეგვიპტეში და უდაბნოში მომხდარი ყველა ის სასწაულიც მანვე მოიმოქმედა. „და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა“ (). ხედავ, რომ ისინი სხვა სჯულს ეძებენ? რადგან წმინდა წერილს ჩვეულებად აქვს ღმრთის მცნებებს გზა უწოდოს; ხოლო ძველ აღთქმაზე რომ ეთქვა, არ იტყოდა: „და მომითხრას ჩვენ“ (), რადგან ის ყველასთვის ცხადი, ნათელი და ცნობილი იყო.

და იმის დასამტკიცებლად, რომ ამას მზაკვრული მსჯელობით კი არ ვამბობთ, უკვე ნათქვამიც საკმარისია, რათა მეტისმეტად ურცხვებიც კი დაარწმუნოს. რადგან მ...

სრულად ნახვა