...ფსალმ 46:10), ანუ: სწორედ ის არის მამამთავართა ღმერთიც და მათთვის სჯულის მიმცემიც. ამიტომაც იერემია ამბობდა: „აღთქმაჲ ახალი, არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით“ (), რითაც აჩვენებდა, რომ ახალი და ძველი აღთქმის სჯულმდებელი ერთი და იგივეა. ბარუქიც კვლავ ამბობდა: „ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა. მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ. ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა“ (), რითაც აჩვენებდა, რომ სჯულის მიმცემი სწორედ თავად ხორცშესხმულია, და ხორცშესხმულმაც თვითონ მისცა სჯული. ამასვე წინასწარმეტყველიც ამბობს: „მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა“ (). ებრაული ტექსტი კი „ღმერთთან“ ფორმის ნაცვლად ამბობს: „ემ ელოი აბრაამ“. და ე...
წინასწარმეტყველება იერემიასი 31:31
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...## 1. ახალი საგალობელი წმიდათა კრებულში
ამაღლებული აზრით კი ახალი საგალობელი ახალი აღთქმის საგალობლად ითქვა. რადგან მაშინ ყველაფერი ახალი შეიქმნა. აღთქმა: როგორც ამბობს, „დაგიდებთ თქვენ აღთქმას ახალს“ ()1. ქმნილება: როგორც ამბობს, „რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული“ (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც აღთქმას ახალი ეწოდება, და წინასწარმეტყველი ახლა მოგვიწოდებს, ამ აღთქმის ახალი საგალობელი ვიგალობოთ. ისტორიული აზრით კი ეს არის ნათელი და სახელოვანი საგალ...
...ს დანახვა განსაკუთრებით თვით ძველი აღთქმიდან შეიძლება, ვინაიდან ახალი აღთქმის არც ერთი სიტყვა იუდეველთათვის დამაჯერებელი არ არის. ამიტომ იერემია ამბობს: „და აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა აღთქმაჲ ახალი, არა აღთქმისაებრ, რომელი აღუთქუ მამათა მათთა“ (), რითაც აჩვენებს, რომ ორივე სჯულის კანონმდებელი თვითონ იყო. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ ეგვიპტიდანაც მანვე გაათავისუფლა ისინი, დაამატა: „დღესა შინა, პყრობისა ჩემგან ჴელისა მათისასა, გამოყვანებისათჳს მათისა ქუეყანით ეგჳპტით“ (). თუ კი მან გამოიყვანა ისინი, მაშინ ეგვიპტეში და უდაბნოში მომხდარი ყველა ის სასწაულიც მანვე მოიმოქმედა. „და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა“ (). ხედავ, რომ ისინი სხვა სჯულს ეძებენ? რადგან წმინდა წერილს ჩვეულებად აქვს ღმრთის მცნებებს გზა უწოდოს; ხოლო ძველ აღთქმაზე რომ ეთქვა, არ იტყოდა: „და მომითხრას ჩვენ“ (...
...(რომ. 8,2) და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ იგინი სახენი იყვნეს და აჩრდილნი.
ხოლო ესე ყოველივე ჭეშმარიტება არს, და სახელითა ოდენ და არა საქმითა ჰგვანან მათ. და სახეთაცა ზედა და აჩრდილთადა რომელი სპეტაკისა წამლისა მიერ გამოიწეროს, გინა თუ შავისა, კაც ეწოდების ყოველსავე, და კუალად რომელი-იგი თითოსახითა წამლითა გამოიხატოს, მასცა კაცვე ეწოდების, არამედ ჭეშმარიტი კაცი არს, რომელი შეერთებულ იყოს სულით და ჴორცით. ეგრეთვე უკუე ნუ ჰგონებთ, თუ მსგავსებისაებრ სახეთაჲსა საქმენიმცა ეგრეთვე იყვნეს, არამედ ნუცა უცხოებასა მოიგონებ სრულიად, რამეთუ უკუეთუ სახე იყოს, არა უცხო არს ჭეშმარიტებისაგან, და ვინაჲთგან აჩრდილი არს, უდარეს არს ჭეშმარიტებისა.
რაჲ არს უკუე შორის ამათსა? გნებავსა, რაჲთა ერთისა ანუ ორისა საქმისათჳს ვთქუ...
...ყოველივე“. და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი, და იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“. ; და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.
ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთა-ესე თანაგუედვა ესევითარისა მოქალაქობისა მოგებაჲ, რაჲთამცა არად საჴმარ იყო ჩუენდა წერილი, არამედ წიგნთა წილ სულისა მიერ წმიდისამცა განათლდებოდეს გულნი ჩუენნი, ვინაჲთგან მას პატივსა დავაკლდით და მეორე ესე სახე საჴმარ იქმნა ჩუენდა, უკუეთუ აწ ესეცა წამალი არა ვიჴმაროთ კეთილად. ხოლო უკუეთუ ესე საბრალობ...