...არამედ, უეჭველად, იმისთვისაც, რომ მის (შვილის) პირში მამას მეტი სასჯელი ეტარებინა. რომ არც მამები შვილთა გამო და არც შვილები მამათა გამო ისჯებიან, არამედ თითოეული თავისი ცოდვებისთვის ისჯება, ამას წინასწარმეტყველები ბევრ ადგილას ამბობენ. მაგალითად, ამბობენ: «მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს» (); კიდევ: «ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ» (), და კიდევ: «ნუ მოკუდებინ მამაჲ შვილისა წილ, ნუცა შვილი მამისა წილ, არამედ კაცად-კაცადი თჳსითა ცოდვითა მოკუედინ» (). ამრიგად, გთხოვთ, თქვენგან არავინ, საღვთო წერილის მიზნის არმცოდნემ, ნუ გაბედავს მასში დაწერილის საყვედურს, არამედ მადლიერებით მიიღეთ მისი სიტყვები, საღვთო წერილის ზედმიწევნითობას განცვიფრებით შეხედეთ და იმაზე იფიქრეთ, რა დიდი ბოროტებაა ცოდვა. აი, მართლაც, ძმა, ერთი დედისგან შობილი, ერთი მუცლიდან მოსული, ცოდვამ მონად აქცია და, თავისუფლება რომ წაართვა, დამორჩილებამდე მიიყვანა. აქედან დაიწყო მონობა. მანამდე ადამიანებს შორის არ იყო ასეთი განაზებულობა და ასეთი ფუფუნება, რომ ერთს სხვის მომსახურე...
წინასწარმეტყველება იერემიასი 31:29
28. და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,29. მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,30. არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 31