წინასწარმეტყველება იერემიასი 31:12
11. რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.12. და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.13. მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 31