მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 3:6

5. ნუ დაადგრეს უკუნისამდე. ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა, სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე, და შეუძლე.6. და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.7. და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 3
6. და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?“ (26,67-68).:

...ებანი მათნი. ხოლო მე, ვითარცა კრავმან უმანკომან, მიგურასა ჩემსა დაკლვად არა ვაგრძენ. ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი კაცთა მათ ზედა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა: აჰა ესერა მე ძიება-ვყო მათ ზედა: ჭაბუკნი მათნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი და ასულნი მათნი აღესრულნენ სიყმილითა, და არღარა იყოს მათა ნეშტ, არცა ლხინება“. ; (11,18,19,21-23)

და რასაღა ვიტყოდი, რამეთუ დამაკლებს მე ჟამი მითხრობად თი-თოეულად ჴმათა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა, ვითარ მოასწავებდეს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო უფლისადა, და ვითარ თითოეულმან აღწერნა შეჩუენებანი ქრისტეს მკლველთა მათ ჰურიათანი, ვითარცა ღაღადებს ნეტარი დავით და იტყჳს: „ყუედრებაჲ დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკებაჲ; და ველოდე მე თანამჭუვარსა, და არავინ იყო; ნუგეშინისმცემელ ჩემდა, და მე არა ვპოე. მცეს მე საჭმლად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. ექმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საბრჴე, მისაგებელ და საცთურ. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე. მიჰფინე მათ ზედა რისხვაჲ შენი, და გულისწყრომაჲ რისხვისა შენისაჲ ეწიენ მათ. იყავნ სამკჳდრებელი მათი ოჴერ, და საყოფელსა მათსა ნუ იყოფინ მკჳდრი; რამეთუ რომელსა შენ სცხე, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შე...

სრულად ნახვა