წინასწარმეტყველება იერემიასი 3:1
1. უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, -2. აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 3