მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 25:11

10. და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.11. და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.12. და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 25
11. და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...რადგან რომ ყოფილიყო, წინასწარმეტყველები წინასწარ იტყოდნენ. ახლა კი ტყვეობა თქვეს, დაბრუნება კი არსად, თუმცა სასჯელებს სიკეთეებსაც განუწყვეტლივ ურევდნენ და ვადებსაც განსაზღვრავდნენ. რადგან იერემიამ სამოცდაათი წელი განსაზღვრა (; 29:10), დანიელმაც მსგავსად სამი შვიდეული და ნახევარი (; 12:7); ეგვიპტეშიც ნათქვამი იყო, რომ ოთხას ოცდაათი წელი მონობაში იქნებოდნენ (). ხოლო ამ ტყვეობისთვის არსად არის დადგენილი დრო და არც დასასრული, არამედ „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (), და თქვენი მდგომარეობა ყოველდღე უარესისკენ მიდის.

6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება

როცა ყოველივე ამას საკუთარ თავში ზედმიწევნით გაიაზრებთ და აქედან სიტყვას განავრცობთ, რადგან წერილიც ამბობს: „აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად“ (), შეძლებთ მათი უსირცხვილობისა და უმადურობის მხილებას....

სრულად ნახვა