მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 23:24

23. ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი.24. ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -25. მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა:
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 23
24. ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, -

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ბ? ნუთუ ზეცა თავის სამყოფლად ამოირჩია და, ზემო სამყოფელნი რომ მიიღო, ჩვენ აქაურობა გამოგვიყო? ნუ იყოფინ! ეს ასე არ არის, არამედ მისადაგების გამოთქმაა. თუ ეს ასეა, მაშინ როგორ დგას მეორე, ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვა: „ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი“ (). რადგან ის ამას ეწინააღმდეგება, თუ სიტყვას ზედაპირული წარმოთქმის მიხედვით მივიღებთ და მათში დაფარულ ჭვრეტას არ დავუკვირდებით. მაშ, რას ნიშნავს ის, რასაც ამბობს: „ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.“ ()? მისადაგების გამოთქმას იყენებს და ღმერთს ზეცეში არ კეტავს. რადგან არც ეს: „ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა“ (), და არც ეს: „ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ“ (), მას ღირსეულად არ გამოხატავს; არამედ ესეც მისადაგების გამოთქმაა. რადგან თავად მოიცავს ყოველივეს, ყოველივეს ატარებს, ადგილი არ სჭირდება, არამედ თვითონ იკავებს ყო...

სრულად ნახვა