მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 22:17

16. არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, -17. რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა.18. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო!
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 22
17. რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოგ ბრალობაჲ მათი, რომელნი გუამთა თჳსთა ამკობენ და სულსა უგულებელს-ჰყოფენ; და რაჲთა არა განვიცდიდეთ ქმნულკეთილობასა პირთასა:

...უშებად თუალითა და გულითა? არცა შეედების ძრწოლაჲ ძუალთა შენთა ესევითარისა მედგრობისათჳს?

ამას ესევითარსა საქმესა თეატრონნი გასწავლიან თქუენ, წყარონი იგი წარწყმედისანი, წამალნი იგი მაკუდინებელნი. ამისთჳს ეტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესევითართა მათ, ვითარმედ: „არა არიან თუალნი შენნი კეთილ, არცა გული შენი - წრფელ“. უმჯობეს იყო ესევითართა მათთჳს, თუმცა ბრმა იყვნეს, ვიდრეღა ესრეთ თუალთა მიერ წარწყმედაჲ სულთა თჳსთაჲ. არა გესმისა, ვითარმედ მოციქულთა ზე ზოგად იყვნეს მამანი და დედანი, და ყოვლადვე გულისსიტყუაჲცა ვნებული არავის მოუჴდებოდა? იყვნესო ქორსა მას შეკრებულ მამანი და დედანი, და ესოდენი სიწმიდე იყო მათ შორის, ვიდრეღა სული წმიდაჲ დიდებითა და ძლიერებითა დიდითა მოვიდა მათ ზედა. და დედათაცა დიდი სიმჴნე აჩუენეს, და მრავალთა მადლი მოციქულებისაჲ მიიღეს, და მამანიცა მაღალსა მას საზომსა სიწმიდისასა მიწევნულ იყვნეს.

ხოლო აწ ჩუენ უბადრუკთა ამათგან და საწყალობელთა ყოველივე ესე წარწყმდა, რამეთუ მამანი უძჳრეს იქმნეს ცხენთა მდრანჯობელთა, და დედათა წესი პატიოსნებისაჲ შეცვალეს სახედ მეძავთა. ამისთჳს ვიქმნენით ყოველნი საფლავ, სავსე ძუალებითა მკუდართაჲთა, და ყოვლითა არაწმიდებითა გარეშევიმკვებით, რაჲთა სათ...

სრულად ნახვა