...დურესი საფრთხისა და ურჯულო განზრახვისგან დაიხსნა და მათი მეფე გახდა.
ამასვე სხვაგანაც იმართლებს და აჩვენებს, რომ ჯერ თავისგან მომდინარე სიკეთეები წარმოაჩინა და შემდეგ მათგან სათანადო პასუხს ითხოვდა, როცა ამბობდა: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით“ ()? ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: განა უნაყოფო გავხდი თქვენთვის? განა ურიცხვი სიკეთე არ გიჩვენეთ? განა თვით ბუნებაც არ შევცვალე? განა სტიქიები თქვენს მსახურებად არ მოვაწყვე? განა არ მოგანიჭეთ ცხოვრება, ადამიანური შრომებისგან თავისუფალი? ამიტომ ამბობს: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა“ ()? ესე იგი: განა ურიცხვი ნაყოფი არ მოგიტანეთ: თავისუფლება ეგვიპტიდან, ბარბაროსთაგან დახსნა, სასწაულთა ჩვენება, უდაბნოში ცხოვრება, პალესტინის მემკვიდრეობა, ხალხებზე გამარჯვება, უწყვეტი ძლევის ნიშნები, მიყოლებული გამარჯვებები, საკვირველი სასწაულები, გამუდმებული საკვირველებანი, მიწის ნაყოფიერება, თქვენი მოდგმის გამრავლება, ყველგან, მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებული დიდება და სხვა ურიცხვი სიკეთე?...