მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 2:27

26. ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა.27. ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.28. და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 2
27. ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 120-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის შეწევნა და დაუცემელი სვლა:

...იხილე, როგორ აცხადებენ ქმნილებასაც, ღვთის სიბრძნესაც და განგებასაც. რადგან ისინი, ვინც უწინ ხეს ეუბნებოდნენ: „ღმერთი ჩემი ხარ შენ“1, და ქვას: „შენ მშევ“ (), ახლა სამყაროს შემოქმედს შეიცნობენ.

„შეწევნა ჩემი უფლისა მიერ“ (), არა ადამიანთაგან, არც ცხენთაგან, არა ფულისაგან, არა მოკავშირეთაგან და არც ზღუდეთაგან. ჩვენი შეწევნა უფლისგან არის: ეს მოკავშირეობა დაუმარცხებელია, ეს შეწევნა უძლეველია; და არა მხოლოდ უძლეველი, არამედ ადვილიც და ადვილად მისაწვდომიც. რადგან საჭირო არ არის გრძელი გზის გავლა, კარის მცველთა მლიქვნელობა, ფულის დახარჯვა ან ელჩობის გაგზავნა; არამედ შინ მყოფსაც შეუძლია ამ შეწევნის მოზიდვა, თუ მხოლოდ განიშორებს თავს ადამიანურთაგან, იმ სასოებას მიეკრობა, მახვილ მზერას შეინარჩუნებს და მაღალს შეხედავს. ამიტომაც ღმერთმა მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას მისცა გამართული აგებულება და...

სრულად ნახვა