მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 2:19

18. და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა?19. გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,20. რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა,
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 2
19. გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის მიტოვება და გულის განათლება:

...ედ იქცევა. ეს ყოველივე კი სასარგებლოდ დაიშვება, რათა უფრო უდებნი, ყოველივესგან დაკბენილნი, მეტი გულმოდგინებით დაბრუნდნენ იქ, საიდანაც დაეცნენ. რადგან ამბობს: „გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ“ (). ამგვარად, ღვთის მიტოვებაც განგების ერთგვარი სახეა. რადგან როცა იგი განგებით ზრუნავს და მზრუნველობს, მაგრამ უგულებელყოფილია, მცირე ხნით უშვებს და ტოვებს, რათა მაშინ, როცა უდებება განდევნილი იქნება, გულგრილნი უფრო გულმოდგინენი გახდნენ. „მოიხილენ“ (), ამბობს, იხილე მტერი, რომელიც ჩემზე მაღლდება; და თუ ჩემი უბედურების გამო არა, მისი ქედმაღლობისა და უგუნურების გამო მაინც „შეგესემინ ჩემი“ ().

და რას ითხოვ? მტერთა დამარცხებას? ამას კი არ ამბობს, არამედ იმას, რომ გულის თვალები განათლდეს, განიდევნოს ბნელი, რომელ...

სრულად ნახვა