წინასწარმეტყველება იერემიასი 19:7
6. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.7. და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.8. და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 19