წინასწარმეტყველება იერემიასი 19:6
5. და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.6. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.7. და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 19