წინასწარმეტყველება იერემიასი 19:14
13. და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.14. და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.15. ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 19