წინასწარმეტყველება იერემიასი 18:19
18. და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.19. ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ.20. უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 18