მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 16:19

18. და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.19. უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.20. უკუეთუ ყუნეს კაცმან თავისა თჳსისად ღმერთნი, და იგინი არა არიან ღმერთ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 16
19. უფალო, ძალო ჩემო და შემწეო ჩემო და მისალტოლველო ჩემო დღეთა შინა ძჳრთა ჩემთასა შენდამი, წარმართნი მოვიდენ დასასრულით ქუეყანისათ და თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი და არა არს სარგებელი მათ თანა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე:

...ლ 1:12). და სხვა ამბობს: „აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა“ (). და კვლავ: „წარმართნი მოვიდენ“ და „თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი“ ().

2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება

ხედავ, რომ ყოველივე ნათქვამი ძის შესახებ არის? რადგან მისი სახელი მთელ ქვეყანაზე საკვირველი გახდა: „ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ (). „რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „რომელმაც შენი ქება ცათა ზემოთ დაადგინე“. რადგან, რაკი მიწა ახსენა, სიტყვა ზეცაზეც გადაჰყავს; ამას იგი მუდამ აკეთებს, როცა მთელ ქვეყნიერებას თავისი მეუფის მადიდებლად წარმოაჩენს. ამას აქაც აჩვენებს და ამბობს: საკვირველია ქვემოთ, საკვირველია...

სრულად ნახვა