წინასწარმეტყველება იერემიასი 16:17
16. აჰა, მივავლენ მრავალთა მონადირეთა და მოინადირნენ იგინი. და ამათსა შემდგომად მივავლენ მრავალთა მთხევლართა, - იტყჳს უფალი, - და მოითხევლნენ იგინი ზედა კერძო ყოვლისა მთისა და ზედა კერძო ყოვლისა ბორცჳსა და ჴურელებისაგან კლდეთასა,17. რამეთუ თუალნი ჩემნი ყოველთა ზედა გზათა მათთა და არ დაიფარნენ უსამართლოებანი მათნი წინაშე თუალთა ჩემთა.18. და ნაცვალ-ვაგო მრჩობლეულად სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა მათ წილ, რომელ შეაგინეს ქუეყანა ჩემი, მძორებისა მიერ საძაგელებათა მათთასა და უსჯულოებათა მათთა მიერ, რომლითა შესცოდეს სამკჳდრებელსა ჩემსა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 16