მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 15:1

1. და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.2. და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: სადა განვიდეთ? და სთქუა მათდამი, - ამათ იტყჳს უფალი, - რაოდენნი სიკუდილადმი, - სიკუდილადმი. და რაოდენნი მახჳლადმი, - მახჳლადმი, და რაოდენნი სიყმილამდი, - სიყმილადმი, და რაოდენნი ტყუეობადმი, - ტყუეობადმი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 15
1. და თქუა უფალმან ჩემდამო: უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა, არა არს სული ჩემი მათდა მიმართ. განავლინე ერი ესე პირისა ჩემისაგან, განვიდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ლოცვის ძალა და საკუთარი ღვაწლი:

...ობად მოისმინე, რას ამბობს ღმერთი წინასწარმეტყველის მიერ: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, ... უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ" (); რადგან ბოროტებამ გადაძალა; და კვლავ: „უკუეთუ დადგეს მოსე და სამუილ წინაშე ჩემსა" (). და იხილე, როგორ ეუბნება ამას ორ წინასწარმეტყველს, იეზეკიელსა და იერემიას, რადგან ორივენი ითხოვდნენ იუდეველთათვის და ვერ მიიღეს სათხოვარი. რადგან იეზეკიელიც, როცა ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ ამას სამართლიანად აკეთებს და იეზეკიელის უგულებელყოფის გამო კი არ უარყოფს მათთვის აღვლენილ ვედრებას, მას მათი ცოდვები უჩვენა. თითქოს ეუბნებოდა: „ესენიც საკმარისია, რომ დაგარწმუნოს: შენს უგულებელყოფას კი არ ნიშნავს ჩემი უარი, არამედ მათი მრავალი ცოდვის გამო არ შევიწყნარებ ვედრებას"; მაგრამ მაინც ამასაც ურთავს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ" ()....

სრულად ნახვა