მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 13:23

22. და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა.23. უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა.24. და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 13
23. უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და დაიმალა მათგან“ (12,36).:

...მისი ვისიმე შეყუარებაჲ, და ფრიადსა მას ნებასა ძალად უწოდნ; და ვითარმედ მას ვისმე ვერ ძალ-უც, რაჲთამცა სახიერ იყო, და ძალად ნებასა იტყჳნ. და კუალად წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ იცვალოს ჰინდომან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელჱ თჳსი, და ერმანცა ამან შეუძლოს კეთილის-ყოფად, რომელსა უსწავლიეს ბოროტი“. არა თუ იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს ქმნაჲ სათნოებისაჲ, არამედ: არა ჰნებავსო და ამისთჳს ვერ ძალ-უც. და აქაცა უკუე მახარებელი ამას იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ იყო, რაჲთამცა ტყუვა წინაჲსწარმეტყუელმან, გარნა არა თუ მათისა სიტყჳსათჳს ვერ ეძლო მათ რწმუნებად, რამეთუ შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ერწმუნა მათ, და იგი უტყუველადმცა ეგო, რამეთუ არამცა ესე წინაჲსწარ ეთქუა, რამეთუ ესევითარი აქუს ჩუეულებაჲ წერილსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე თქუა ესაია, ოდეს იხილა დიდებაჲ მისი“ (12,41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვისი დიდებაჲ? მამისაჲ. ხოლო ვითარ იოვანე ძისათჳს იტყჳს და პავლე სულისათჳს? არამედ არა თუ შეჰრწყუმენ იგინი გუამოვნებითა, - ნუ იყოფინ! - არამედ ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ერთი არს პატივი მათი, რამეთუ ყოველივე მამისაჲ ძისაჲ არს, და ძისაჲ სულისა წმიდისაჲ არს; და სიტყუანი იგი სულისა წმიდისანი არიან, რამეთუ ყოველივე, რომელი თქუან ანგელოზთა, ღმრთისა სიტყუანი არი...

სრულად ნახვა