...ი ფარისეველნი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს: „მთავრი-თა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა ბოროტსა ასწავლიდეს.
ამათ ესევითართა მწყემსთათჳს იტყოდა იერემია წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, უდაბნოდ უგზოდ ქმნეს იგი განსარყუნელად წარსაწყმედელისად“. მათთჳსვე ღაღადებს ეზეკიელ და იტყჳს: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა: ძეო კაცისაო, წინაჲსწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მათ: ჵ მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, ვითარ განიბნინეს ცხოარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი, და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა“, და შემდგომი ამისი, რაჲ-იგი თქუა ყოფად მწყემსთა მათთჳს ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაცა აღმოიკითხოთ წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი.
ამისთჳს, იხილა რაჲ უფალმან, ვითარმედ მწყემსნი იგი საქმესა მგელ-თასა იქმოდეს და ერი იგი დამაშურალ იყვნეს სულითა და დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუე...