მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 12:1

1. მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.2. დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 12
1. მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. სასჯელი როგორც კურნება და გულის განკითხვა:

...ად იყვნენ განწყობილნი.

ამიტომაც ის სხვაგან ამბობდა: „მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი. რამეთუ ვეშურე უშჯულოთა“ (). სხვამ კი კვლავ თქვა: „რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების?“ (). იობიც ბევრ ასეთ რამეს იკვლევდა. მაგრამ მაშინ, რადგან უფრო არასრულად იყვნენ განწყობილნი, ამას ამბობდნენ ისინი, ვინც ამბობდნენ, და ამას იკვლევდნენ ისინი, ვინც იკვლევდნენ; ახლა კი არავითარი შენდობის ღირსი არ არის ის, ვინც ამით შფოთავს, რადგან ამდენი სიბრძნისმოყვარეობა ისწავლა, მომავალთა შესახებ ასეთი სწავლანი მიიღო, გეჰენისა და სასუფევლის შესახებ სწავლება უფრო ნათლად შეიტყო და ისიც იცის, რომ იქ თითოეული ღირსებისამებრ მიიღებს. „რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო“ (). „შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა“ ()....

სრულად ნახვა