მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 1:18

17. და შენ მოირტყენ წელნი შენნი და აღდეგ და თქუენ მათდამი ყოველთა, რაოდენთა გამცნებ მე შენ. ნუ შეიშინებ პირისაგან მათისა, ნუცა სწიწნეულობ წინაშე მათსა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.18. აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.19. და გბრძოდიან შენ, და ვერ უძლებდენ შენდამი მით, რამეთუ მე შენ თანა ვარ განრინებად შენდა, - იტყჳს უფალი.
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 1
18. აჰა, დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა, ვითარცა ქალაქი ძნელი, და ვითარცა სუეტი რკინისა, და ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი, ყოველთა მეფეთა იუდასთად, და მთავართა მისთა და მდღელთა მისთა და ერისა ქუეყანისად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ყურებულთან და წმინდანთა დაკვლაში გაწაფულთან; ამიტომ ბუნებრივად სჭირდებოდათ დიდი ძალა, რათა ამ ხალხის გამოუთქმელ მოძალებას არ დაეფრთხოთ.

სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ (). მოსეც, როცა იგზავნებოდა, ჩანს, მხოლოდ ფარაონის შიშით კი არ იხევდა უკან, არამედ უმეტესად თვით იუდეველთა ხალხის გამო. ამიტომ, როცა ღმერთს ესაუბრებოდა, ბარბაროსი ფარაონი გვერდზე დატოვა და დიდი გულმოდგინებით ცდილობდა გაეგო, რა უნდა ეთქვა მათთვის, თუ არ ირწმუნებდნენ, რომ იგი ღმერთისგან იყო მოსული; ნიშნებსაც სწორედ მათი განწყობის გამო იღებდა, და ეს სავსებით ბუნებრივიც იყო. რადგან თუ ერთმა ებრაელმა, თანაც მოსესგან სიკეთე მიღებულმა, ასე შეაშინა იგი, რას განიცდიდა, როცა იმ უწესრიგო ხალხზე ფიქრობდა? სწორედ ამიტომ წინასწ...

სრულად ნახვა