...). და იხილე, როგორ ეუბნება ამას ორ წინასწარმეტყველს, იეზეკიელსა და იერემიას, რადგან ორივენი ითხოვდნენ იუდეველთათვის და ვერ მიიღეს სათხოვარი. რადგან იეზეკიელიც, როცა ამბობდა: „ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა" (), ღმერთმა, რათა ეჩვენებინა, რომ ამას სამართლიანად აკეთებს და იეზეკიელის უგულებელყოფის გამო კი არ უარყოფს მათთვის აღვლენილ ვედრებას, მას მათი ცოდვები უჩვენა. თითქოს ეუბნებოდა: „ესენიც საკმარისია, რომ დაგარწმუნოს: შენს უგულებელყოფას კი არ ნიშნავს ჩემი უარი, არამედ მათი მრავალი ცოდვის გამო არ შევიწყნარებ ვედრებას"; მაგრამ მაინც ამასაც ურთავს: „და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ" (). და სამართლიანადაც ამას უფრო იეზეკიელს ეუბნება, რადგან სწორედ მან დაითმინა მრავალი. „შენ მითხარი, — ამბობს იეზეკიელი, — განავალზე გამომცხვარი პური მეჭამა, და ვჭამე; მითხარი, და თავი გადავიპარსე; მითხარი, და ერთ გვერდზე დავწექი; მითხარი, ხვრელით გავსულიყავი ბარგმოკიდებული, და გავედი; წამართვი ცოლი და...
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 9:8
7. და თქუა მათდა მიმართ: შეაგინეთ სახლი და აღავსენით გზანი მკუდრებითა, გამოვიდოდეთ და შჭრიდით და გამოსრულნი სცემდეს ქალაქსა.8. და იყო ჭრასა შინა მათსა, დავემთხჳე მე და დავვარდი მე პირსა ზედა ჩემსა და ღაღად-ვყავ და ვთქუ: ვაჲ მე, ადონაჲ უფალო, აღჰჴოც შენ ნეშტთა ისრაჱლისათა მიფენასა შინა გულის წყრომისა შენისასა იერუსალჱმსა ზედა.9. და თქუა ჩემდამო: სიცრუე სახლისა ისრაჱლისა და იუდაჲსისა განდიდნა ფრიად, ფრიად, რამეთუ აღივსო ქუეყანაჲ ერითა მრავლითა და ქალაქი აღივსო სიცრუითა, და არაწმიდებითა, რამეთუ თქუეს: დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ, არა დაჰხედავს უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 9