წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 9:4
3. და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისა აღვიდა ქეროვიმთაგან, რომელი იყო მას ზედა უსაფრთულოსა სახლისასა. და უწოდა კაცსა შემოსილსა პოდირითა, რომელსა აქუნდა წელთა მისთა ზედა სარტყელი.4. და თქუა უფალმან მისდამი: განვლე საშუალ ქალაქი შორის იერუსალჱმისა: და მისცენ სასწაულნი შუბლებსა ზედა კაცთასა, რომელნი სულთითქმენ და რომელთა ელმის ყოველთა ზედა უსჯულოებათა, ქმნილთა მის შორის!5. და მათ ჰრქუა სასმენელად ჩემდა: შევედით შემდგომად მისსა ქალაქად, და ჭრიდით, ნუ ერიდებით თუალითა თქუენითა და ნუ შეიწყალებთ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 9