წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 8:6
5. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აღიხილენ თუალნი შენნი ჩრდილოდ მიმართ; და აღვიხილენ თუალნი ჩემნი ჩრდილოდ მიმართ და, აჰა, ჩრდილოჲთ, ბჭეთა თანა აღმოსავალად მიმართსა მსხუერპლისსაცავისასა, სადა იყო ხატი შურისაჲ ამის, შესავალსა თანა მისსა,6. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, იხილეა, რასა ესენი იქმან უშჯულოებათა დიდთა? სახლი ისრაჱლისაჲ ჰყოფენ აქა განყენებასა მათსა წმიდათაგან ჩემთა; და მერმე იხილნეღა უშჯულოებანი უფროსნი.7. და შემიყვანა მე წინა ბჭესა თანა ეზოჲსასა და ვიხილე, და, აჰა, ჴურელი ერთი ზღუდისა შორის.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 8