წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 8:11
10. და შევედ და ვიხილე და, აჰა, ყოველი მსგავსებაჲ ქუეწარმძრომელთა და საცხოვართაჲ და ამაონი საძაგელებანი და ყოველი კერპები გამოწერილები სახლისა ისრაჱლისაჲ კედელსა ზედა გარემო.11. და სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა და იეზონია, ძე საფანისი, საშუალ მათსა დგა წინა პირისა მათისა; თითოეულსა მათსა სასაკუმევლე აქუნდა ჴელსა შინა თჳსსა. და ორთქლი საკუმეველისაჲ აღვიდოდა, აღბორქუნებოდა და მიმოეფინებოდა.12. და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, იხილეა, რომელთა მოხუცებულნი სახლისა ისრაჱლისანი ჰყოფენ სახლსა შინა ბნელსა, თითოეული საწოლსა შინა თჳსსა მალულსა მით, რამეთუ თქვან: არა მხედავს უფალი ჩვენ, დაუტევა უფალმან ქუეყანაჲ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 8