წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 7:8
7. აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.8. აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.9. არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 7