წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 45:19
18. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.19. და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან სალხინებელისაჲსა და მისცეს წყირთლთა ზედა სახლისათა და ოთხთა ზედა ყურეთა ტაძრისათა და საკურთხეველსა ზედა და წყირთლთა ზედა ეზოჲსა შინაგანისათა.20. და ესრეთ ყოს მეშჳდესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიღოს თითოჲსაგან კაცისა უმეცრისა და ჩჩჳლისაგან ნაწილი სალხინებელად სახლისათჳს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 45