წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 45:17
16. და ყოველმან ერმან მოსცეს დასაბამი ესე წინამძღუარსა ისრაჱლისასა.17. და წინამძღუარისათჳს იყვნენ ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი და გებანი დღესასწაულთა შინა და ახალთთუეთა და შაბათთთა და ყოველთა შინა დღესასწაულთა სახლისა ისრაჱლისათა. და მან ყვნეს ცოდვისა ძლითნი და მსხუერპლი და ყოვლადდასაწუელნი და მაცხოვარებითნი ლხინებად სახლისათჳს ისრაჱლისა.18. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: პირველსა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოიყვანოთ ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ სალხინებელად წმიდისა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 45