მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 44:2

1. და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.2. და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.3. წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 44
2. და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ესრეთ ვიტყჳთ: ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ! უბიწოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისაჲ; არა განეღო ყოვლადვე ტაძარი იგი ღმრთისაჲ, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან ეზეკიელს: „ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“.

ხოლო მრქუან თუ, ვითარმედ: რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, თუ: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“? ვჰრქუათ ჩუენ ჰინდო-თა მათ გონებითა და სულითა: უწყით-მეა, რასა-ეგე იკითხავთ? ჰე, უგუნურ ხართ და უსწავლელ, უგულისჴმო და ბრმა, არამედ ჩუენგან ისწავეთ სიტყუაჲ ესე, თუ: ვიდრემდე და ვიდრემდის - მუნ ჟამადმდე, სადა-იგი იყოს სიტყუაჲ მეტყუელისაჲ, მოასწავებს, ხოლო წაღმართ მისა არას გამოაჩინებს, არცა აღსასრულსა რას მის საქმისასა დაამტკიცებს, უკუეთუ სხუაჲ არარაჲ შესძინოს. და მრავალი მაქუს ამის სიტყჳსა სახე წმიდათა წერილთაგან, რომელთაგან მცირედი ვთქუა გულისჴმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყუათასა. ჰრქუა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. რაჲ არს ესე? ნუუკუე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროსა უფალი...

სრულად ნახვა