მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 44:1

1. და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.2. და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 44
1. და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).:

...საია 11,1) გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა: „ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დაჴშულ; და მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა; ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო სა...

სრულად ნახვა