წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 40:41
40. და სამხრით კერძო სადინელისა ყოვლადდასაწუელთაჲსა, კარსა თანა ბჭისა მხედველისასა ჩრდილოჲთ კერძო, ორნი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო; სამხრით კერძო მეორისა ელამისაჲსა და ბჭისა ორნი ტაბლანი აღმოსავალით კერძო; და რვანი ტაბლანი აღმოსავალთაჲთ კერძო,41. ოთხნი ტაბლანი ამიერ და ოთხნი ტაბლანი იმიერ, სამხრით კერძო ბჭისაჲთ რვანი ტაბლანი მსხუერპლთანი; მათ ზედა დაკლნიან საკლველნი ყოვლადდასაწუელთანი წინაშე რვათა ტაბლათასა.42. და ოთხნი ტაბლანი ყოვლადდასაწუელთანი ქვისანი, გამოთლილნი სიგრძით წყრთა და ნახევარ, და სივრცით წყრთა და ნახევარ, და წყრთა ერთ სიმაღლით; მათ ზედა დადვან ჭურჭლები, რომელთა მიერ დაკლიან მუნ ყოვლადდასაწუელები.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 40