წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 40:2
1. და იქმნა ხუთ და მეოცესა შინა წელსა ტყუეობისა ჩუენისასაჲ, პირველსა შინა თთუესა, ათსა თთჳსასა, ოთხ და მეათესა წელსა შემდგომად დაპყრობისა ქალაქისა, მას დღესა შინა იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ2. და მომიყვანა მე მუნ ხილვასა შორის ღმრთისასა, შემიყვანა მე ქუეყანად ისრაჱლისა და დამდვა მე მთასა ზედა მაღალსა ფრიად და მას ზედა, ვითარცა დაშენებულებაჲ ქალაქისაჲ პირისპირ.3. და შემიყვანა მე მუნ და, აჰა, კაცი და ხილვაჲ მისი იყო, ვითარცა ხილვაჲ რვალისა მბზინვარისაჲ და იყო საბელი მაშენებლისაჲ ჴელსა შორის მისსა და ლელწამი საზომისაჲ ჴელსა შინა მისსა, და იგი დგა ბჭესა ზედა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 40