წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 39:9
8. აჰა, მოვალს და სცნა, ვითარმედ იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. - ესე არს დღე, რომელ ვთქუ.9. და გამოვიდენ დამკჳდრებულნი ისრაჱლისანი ქალაქთაგან, და დასწჳდენ და აღაგზნებდენ საჭურველთა მიერ ფარებისა და ჰოროლებისა და შუბებისა და მშჳლდებისა და ისრებისა. და კუერთხებისა ჴელთაჲსა და ლახურებისა და აღაგზებდენ მათ მიერ ცეცხლსა შჳდთა წელიწადთა.10. და არა მოიღონ შეშაჲ ველით, არცა მოჰკუეთონ მაღნართაგან, არამედ საჭურველთა წუვიდენ ცეცხლითა; და ტყუე-ჰყოფდენ წარმტყუენველთა მათთა და იავარ-ჰყოფდენ იავარმქმნელთა მათთა, - იტყჳს ადონაჲ უფალი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 39