წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 39:16
15. და გამოეძიებდენ ყოველი მომვლელი ქუეყანისაჲ და მიმომავალი; მხილველმან ძუალსა კაცისასა აღაშენოს მათ მიერ სასწაული, ვიდრე არა დაჰფლნენ იგინი დამფლველთა გეს შინა, სამრავალკაცოსა გოგისასა.16. და რამეთუ სახელი ქალაქისაჲ დაცემულება და მრავალსაკაცო და განწმდეს ქუეყანაჲ.17. და შენ, ძეო კაცისაო, ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, - არქუ ყოველსა მფრინველსა და ყოველსა ფრთოანსა და ყოველთა მჴეცთა ველისათა: შეკერბით და მოვედით. და კრება-ყავთ ყოველთაგან გარემოთა მსხუერპლსა ზედა ჩემსა, რომელი მე დაგიდევ თქუენ, მსხუერპლი დიდი მთათა ზედა ისრაჱლისათა, და ჭამეთ ჴორცი და სუთ სისხლი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 39