წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 38:11
10. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და იყოს მას დღესა შინა, აღვიდენ სიტყუანი გულსა ზედა შენსა და ჰგულისსიტყჳდე გულისსიტყუათა ბოროტთა11. და სთქუა: აღვიდე ქუეყანად განგდებულად, მივიდე დაწყნარებულთა ზედა. ერთა მყუდროებასა შინა და დამკჳდრებულთა მშჳდობით, ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანასა, რომლისა არა არს ზღუდე, არცა მოქლონნი, არცა კარები12. წარტყუენვად ნატყუენავთა და იავარ-ყოფად იავარისა მისისა, მოქცევად ჴელი ჩემი ქუეყანასა ზედა მოოჴრებულსა, რომელსა დაეშენოს ნათესავსა ზედა შეკრებულსა ნათესავთაგან მრავალთა, მოქმედსა მოგებისა და მყოფობისასა, დამკჳდრებულსა უპესა ზედა ქუეყანისასა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 38