...შემთხვევით, არამედ ზედმიწევნით შეისწავლეთ მისი ძალა. რადგან იგი ნანგრევად იქცა, რადგან ძირფესვიანად ამოიგლიჯა და მისი მიწაც თითქმის დაიკარგა; მის უკეთესობისკენ შეცვლაზე იმედი დაკარგეს, ისე რომ ამბობდნენ: „ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით“ (), და აღარ მოელოდნენ მის დაბრუნებას. მაგრამ დაიბრუნეს იგი — და არა ისეთი, როგორიც დაკარგეს, არამედ ბევრად უკეთესი, უფრო ბრწყინვალე, უფრო გამოჩენილი, უფრო დიდი, უფრო უხვი, უფრო ძლიერი და უფრო ვრცელი — თავისი შენობებით, სავაჭრო საქონლით, ძალითა და ქონებრივი სიმდიდრით.
რადგან ამბობს: „დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა“ (). იგი ხალხს შეაგონებს და თითქმის ამას ეუბნება: აჰა, ეს ქალაქი, უიმედოდ მიჩნეული, იმედგადაწყვეტილი, ნანგრევად ქცეული, როგორ დაუბრუნდა უფრო ბრწყინვალე სახეს? მაშ, სწორედ ეს ყველაფერი შეისწავლეთ: მისი ნაგებობები, ბრწყინვალება, დიდებულება, რათა აქედანაც შეიცნოთ ღვთის ძალა — როგორ გახადა მან უიმედოდ მიჩნეული ქალაქი უფრო დიდი — და თქვ...