წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 36:5
4. ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,5. ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.6. წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 36