მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 36:22

21. და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:22. ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.23. წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 36
22. ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 129-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის წყალობა და შეურყეველი სასოება:

...ვილი ვარ და ურიცხვი ბოროტებით სავსე, ამბობს, მაინც ვიცოდი: შენი სახელი რომ არ შებილწულიყო, როცა ვიღუპებოდით, არ მიგვატოვებდი. ამას თვითონვე ამბობს ეზეკიელშიც: „არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის“ (). ესე იგი: ჩვენ ხსნის ღირსნი არ ვიყავით და არც ჩვენი ნამოქმედარიდან გვქონდა რაიმე კეთილი მოლოდინი; მაგრამ შენი სახელის გამო ველით ცხონებას და ეს დაგვრჩა ცხონების სასოებად. სხვა ამბობს: „შიშის გამო ველოდი უფალს“. სხვა კი: „რჯულის გამო ველოდი უფალს“. „ჩემი სული შენს სიტყვას ელოდა“. სხვა ამბობს: „ჩემი სული მის სიტყვას მოელოდა“. სხვა კი: „ჩემი სული ელოდა და მის სიტყვას დაძაბულად მოველოდი“. ესე იგი: კაცთმოყვარეობისა და სახიერების შესახებ აღთქმები და განუწყვეტელი დაპირებები წმინდა ღუზად მქონდა და ჩემს მდგომარეობაზე სასოს არ ვიკვეთდი. *...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...ინათ, მაინც ასე არ უნდა დასჯილიყავით; და თუ დასჯა კიდეც იყო საჭირო, არა მაშინ, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მის გამო იხდით სასჯელს.

ან განა არ გსმენიათ ღმერთის ნათქვამი, როცა ტყვეობაში იყავით: „არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა“ (), რათა ჩემი სახელი არ შეიბღალოს? თუმცა მაშინ თქვენი ბოროტება უკიდურესად იყო გაძლიერებული. მაგრამ მაინც, ამბობს, რათა ბარბაროსებს არ ეგონოთ, რომ უძლური ვარ, მივუტევებ თქვენს ცოდვებს და გიხსნით. მაშინ, როცა ურჯულოდ იქცეოდით, გიხსნათ, რათა მისი სახელი არ შეიბღალოს; ახლა კი განა ამას არ გააკეთებდა? რადგან, თუნდაც უთვალავი ცოდვა ჩაგედინათ, ასეთი რამ არ უნდა დაგმართნოდათ, თუ ქრისტე მაცდური იყო, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ეს მის გამო განიცადეთ; პირიქით, თქვენი ხსნაც კი იყო საჭირო; და თუ დასჯა საჭირო იყო, როგორც უკვე ვთქვი, მაინც არა მაშინ. ახლა კი ეს ყველაფერი ერთად მოხდა. რადგან, როცა ჯვრის საქმე აღსრულდა, მცი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ გ სიმდაბლისათჳს:

...გჳრგჳნოსან-გყოს, და ეძიებს მიზეზთა მარადღე, რაჲთა გიჴსნას ჯოჯოხეთისაგან და მოქალაქე-გყოს სასუფეველისა ცათაჲსა. ამისთჳსცა, დაღაცათუ მეათერთმეტესა ჟამსა დღისასა ხოლო შურე, სრულსა სასყიდელსა მიგცემს, დაღაცათუ არარაჲ გაქუნდეს ნაყოფი, ღირსი წყალობისაჲ, იტყჳს: „ჩემთჳს ვიქმო, რაჲთა იდიდოს სახელი ჩემი“. სულთ-ითქუნე თუ, გინა ჰცრემლოოდი, შეიწირავს ყოველსავე ადრე და მიზეზად ცხორებისა შენისა დაჰმარხავს.

ნუმცა ვზუაობთ უკუე, არამედ გუაქუნდინ უჴმრად თავნი თჳსნი, რაჲ-თა ვიქმნეთ საჴმარ. უკუეთუ საჴმრად შეგერაცხოს თავი თჳსი, იქმენ შენ უჴმარ, დაღაცათუ სათნოჲ იყო. უკუეთუ კულა უჴმარ და უღირს გაქუნდეს თავი შენი, იქმენ საჴმარ და ღირს, დაღაცათუ უღირსი იყო და ცოდვილი. ამისთჳს ჯერ-არს სრულიად დავიწყებაჲ ქველისსაქმეთა და სათნოებათა ჩუენთაჲ. ხოლო თქუას ვინმე: ვითარ შესაძლებელ არს დავიწყებაჲ საქმე-თა კეთილთაჲ, რომელნი ექმნენ კაცსა? არამედ ისმინენ ესევითარისა მის სიტყჳსა მეტყუელმან: რასა იტყჳ, კაცო? დღითი-დღე სცოდავ ღმრთისა მიმართ შუებითა და განცხრომითა და სხჳთა მრავლითა ცოდვითა და დაგვიწყებიეს ესევითარი ყოველივე, ვიდრეღა არცა თუ იცი, რავდენგზის გიცოდავს, და თუ სადა კეთილი რაჲმე ჰქმნე, ვერ დაივიწყება? არამედ მიმოდასდებ და ჰქადაგებ და მარადის წინაშე...

სრულად ნახვა