...რ უჴმს შეწევნაჲ.
ხოლო ვინაჲთგან თავი ყოველთა კეთილთაჲ ესე არს და სრულებაჲ ჭეშმარიტი, რაჲთა ესევითარი ცხორებაჲ ვაჩუენოთ, ვიდრეღა ყოველნი ჩუენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდენ შენ, და არა მოიწიოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ვაჲ არს მათდა, რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“, ; არამედ უფროჲსად ჩუენ მიერ იქებოდის და იდიდებოდის სახელი შენი; ამას ვითხოვთ შენგან და ამისთჳს შეგივრდებით: წმიდა იყავნ და დიდებულ ჩუენ შორის სახელი მეუფებისა შენისაჲ, წოდებული ჩუენ ზედა; გუყვენ ჩუენ შეწევნითა შენითა უბიწო, მართალ, განშორებულ ყოვლისაგანვე ბოროტისა, მეტყუელ ჭეშმარიტებისა და მოქმედ სათნოებისა, უმანკოებით და სიწრფოებით მავალ და სი ბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილ.
ესევითარი არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, ვითარცა ესერა წარმოგითხარ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედინ სუფევაჲ შენი“ (6,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა სიტყუაჲ მონისა ერთგულისაჲ არს, რაჲთა არა შემსჭუალულ იყოს გონებაჲ მისი სხუასა რასმე ცუდსა და წარმავალსა და უცხოსა საქმესა, არცა ენებოს შორს-ყოფაჲ ღმრთისა თჳსისაგან, არამედ სუროდის ადრე ხილვად მეუფისა მის სახიერისა, რომელ ღირს იქმნა მა...