წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 32:23
22. მუნ ასსურ და ყოველი შესაკრებელი მისი, ყოველნი წყლულნი მუნ.23. მიეცეს საფლავი მათი სიღრმესა შინა მთხრებლისასა; და იყოს შესაკრებელი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა, ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომლთა მისცნეს საფლავნი მათნი ნაწილთა შორის ჴნარცჳსათა. და იქმნა შესაკრებელი გარემო, შორის საფლავისა მისისა; ყოველთა მათ წყლულთა, დაცემულთა მახჳლითა, იხილეს საფლავი მისი ქუეყანასა შინა ცხორებისასა და მოიღონ ტანჯვაჲ მათი შთაყვანებადთა თანა მთხრებლად.24. მუნ ელამ და ყოველი ძალი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა და ყოველი სიმრავლე მისი, ყოველნი წყლულნი, დაცემულნი მახჳლებითა, და შთამავალნი, წინადაუცვეთელნი ქუეყანად სიღრმესა, რომელთა მისცეს შიში მათი ქუეყანასა ზედა ცხოვრებისასა და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმედ, საშუალ წყლულთასა
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 32