წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 31:16
15. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.16. ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;17. და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხორებისა მათისა, წარწყმდეს.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 31