წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 31:15
14. რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა, და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.15. ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.16. ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 31