წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 28:13
12. და არქუ მას: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შენ ხარ აღმონაბეჭდავ, სავსე სიბრძნითა მსგავსებისაჲთა და გჳრგჳნ სიკეთისა.13. საშუებელსა შინა სამოთხისა ღმრთისასა იშევ: ყოველი ქვაჲ კეთილი შეგემოსა: სარდიონი, და პაზიონი, და სამარაგდოჲ, და ანთრაკი, და საპფირონი, და იასპი, და ვეცხლი, და ოქროჲ, და ლიგჳრიონი, და აქატი, და ამეთჳსტონი, და ოქროქვაჲ, და ვირილლჳონი, და ფრცხილი. და ოქროჲთა აღავსენ საუნჯენი შენნი და ფასისსაცავნი შენნი შენ შორის. დღით, რომლითგან აღეგე.14. შეიმზადე ქერუვიმისა თანა და მიგეც შენ მთასა წმიდასა ღმრთისასა, იყავ შორის ქვათა ცეცხლისათა.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 28